მაღაზიის კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700
  • ერთ წელზე ნაკლები
13 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია „ცელსიუსი“ ცნობილი ბრენდის „არისტონის“ ექსკლუზივით და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციით არის წარმოდგენილი სამომხმარებლო ბაზარზე. კომპანია აერთიანებს როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელებს თბილისსა და რეგიონებში: ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და  ქუთაისში, ასევე რეალიზატორებსა და მსხვილი ქსელების მომხმარებლებს. ამასთან ხელმისაწვდომია ონლაინ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო სერვისი.  კომპანია სტაბილურად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე შეძლო თავის დამკვიდრება, ხარისხის, მომსახურების და კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე.  
საკონტაქტო ინფორმაცია : celsiusi.ge / ტელეფონი:+995 32 2 05 29 30

 

კომპანია „ცელსიუსი“  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მაღაზიის კონსულტანტი

 

სამუშაო პირობები
ადგილმდებარეობა  - ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი -   სრული განაკვეთი,  სამუშაო საათები  -   10:00 – 18:00 სთ-მდე
                                 კვირაში ერთი მოკლე დღე  -  10:00 -16:00 სთ-მდე , 1 დღე დასვენება 

 

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ლარის ოდენობით ხელზე გამოსაცდელ პერიოდში / დამატებით ბონუსი ინდივიდუალური გეგმიდან

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებლების მიღება, მომსახურება, კონსულტაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა
  • საქონლის მიღება და დასაწყობება;
  • მაღაზიის სტენდის მოწესრიგება და შევსება;
  • პროდუქციაზე ფასმაჩვენებლის სიზუსტის მონიტორინგი;
  • გაყიდული პროდუქციის შეგროვება და მისამართზე გაგზავნა;
  • რეალიზაციის გაწერა პროგრამულად და სალარო და სატერმინალო ოპერაციების განხორციელება;
  • მომხმარებლისთვის საგარანტიო და სატრანსპორტო პირობების ახსნა;
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • ქართული  - გამართული  მეტყველება;
  • გათბობა-გაგრილების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

 დამატებითი უნარები

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;

 

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • ხელფასის ზრდის შესაძლებლობას;

 

 შერჩევის ეტაპები:

  • CV გადარჩევა;
  • სატელეფონო გასაუბრება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება;
  • რეზიუმეს გამოგზავნის წესი

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: g.botsvadze@celsiusi.ge

გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  კონსულტანტი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა -13.10.2022

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი