პრისელერი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
13 სექ - 13 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: MOROZOVA, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK

 

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე რუსთავში.


ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი ობიექტების მოძიება და მოზიდვა;
  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან; 
  • ქსელის გაფართოებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • კლიენტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწობა B კატეგორია სავალდებულოა;
  • საკუთარი ავტომობილი;
  • უძრავი ქონების უზრუნველყოფა;

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

ანაზღაურება: 1200 ლარიდან

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს !

გაყიდვები
პრისელერი