ქსელური ობიექტების სუპერვაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
13 სექ - 13 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში. 

 შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: MOROZOVA, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA,GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK 

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას ქსელური ობიექტების სუპერვაიზერის პოზიციაზე თბილისში. 

 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ქსელურ ობიექტებთან;  
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა; 
  • ქსელური ობიექტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება; 
  • ქსელურ ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი; 
  • ქსელურ ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი; 
  • ბაზრის ტენდენციები და მოთხოვნების განსაზღვრა; 
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა; 
  • აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების კვლევის ორგანიზება და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა; 
  • ქსელური ობიექტების დავაიანებების კონტროლი და ანალიზი; 
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულება; 
     

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება სასურველია; 
  • ქსელურ ობიექტების სუპერვაიზერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება სასურველია; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა, სასურველია  პროგრამის 1C ცოდნა; 
  • მართვის მოწობა B კატეგორია სავალდებულოა; 
  • ექსელსა და აუთლუქში მუშაობის გამოცდილება; 

 
პირობები: 

  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (1 საათი შესვენება). 

 

ბენეფიტები: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კორპორატიული ნომერი; 

 

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge

სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.  

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით. 

 

გისურვებთ წარმატებებს ! 

გაყიდვები
სუპერვაიზერი
მსგავსი განცხადებები
ცაგერი, ამბროლაური, სხვა
თბილისი
თბილისი
ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია