ოპერატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
18 სექ - 13 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში. 

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. 

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სატელეფონო კომუნიკაციის წარმოება კომპანიის თანამშრომლებთან და მათგან მიწოდებული ინფორმაციის ზუსტი ასახვა გამოსაწერ დოკუმენტებში.  
  • შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან (http://eservices.rs.ge) სასაქონლო ზედნადებების და შემოსავლის ორდერის გამოწერა;                       
  • შესაბამისი პროგრამებიდან სასაქონლო ზედნადების ატვირთვა http://eservices.rs.ge-ზე, დაკორექტირება, საქონლის უკან დაბრუნებისა და შიდა გადაზიდვისთვის საჭირო ზედნადებისა და ინვოისის გამოწერა;                                  
  • სასაქონლო ზედნადების შედარება  შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასთან, სალაროს ორდერის ბეჭდვა ზეტის მიხედვით.  
  • საჭიროებისამებრ, კომპანიის თანამშრომელთათვის  წარმოებული გაყიდვებისა და პროდუქციის ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;        
  • ძირითადი საშუალებების გაწერა (გაყიდვა, გაქირავება, გადაზიდვა, უკან დაბრუნება) პროგრამიდან. 
  • უფლებამოსილების ფარგლებში შედგენილი დოკუმენტაციის სრულად და დროულად მიწოდება შესაბამისი განყოფილებებისთვის. 

 

 ძირითადი მოთხოვნები: 

  • აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება; 
  • Fina პროგრამის  ცოდნა; 
  • საცალო გაყიდვების თანამედროვე ტენდენციების ცოდნა;  

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები 

  • კომუნიკაბელური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორაგანიზებული; 
  • ოპერატიული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; 

 
სამუშაო გრაფიკი: სრული. 

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი 

 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

გისურვებთ წარმატებას! 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი