საწყობის კოორდინატორი
ჭიათურა
  • სრული განაკვეთი
  • პროფესიული კოლეჯი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
23 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი შვილობილი კომპანიისთვის (სელბაი ლიმითედი - რომელიც წარმოადგენს შესყიდვების, ლოჯისტიკისა და საწყობის მართვის აუთსორს კომპანიას) აცხადებს ვაკანსიას საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე,

რომლის მიზანია უზრუნველყოს მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა, საწყობში მიღება, მითვლა, დასაწყობება, სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემა/ გადაადგილება. 

სამუშაო ადგილი : ქ. ჭიათურა 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 08:30 - 17:30 სთ 

ანაზღაურება : დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე 

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: 

  • საწყობში მომწოდებლისგან შემოსული მატერიალური ფასეულობების მიღება, მითვლა და დასაწყობება; 
  • მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა კომპანიაში დადგენილი წესის შესაბამისად; 
  • პირველადი დოკუმენტაციის წარმოება და მათი მკაცრი აღრიცხვა; 
  • საწყობში არსებული მატერიალური ფასეულობების პერიოდული ინვენტარიზაცია და უზუსტობების დროულად აღმოფხვრა; 
  • საწყობიდან სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი მასალების დროულად გაცემა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის გაფორმება; 
  • სასაწყობე ფართის ეფექტურად და რაციონალურად გამოყენება; 
  • უშუალო ხელმძღვანელს,  პერიოდულად წარუდგინოს   სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები და მოკლე ანალიზი. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი / პროფესიული; 
  • სამუშაო გამოცდილება საწყობის მართვის მიმართლებით არანაკლებ 1 წლისა; 
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office (Word, Excel, Outlook, Planner), Teams; 
  • სასურველია 1C პროგრამაში ან სხვა რაიმე სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • მაღალი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი 
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა 
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ორგანიზებულობა 

 

ბენეფიტები: 

  • ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა 
  • სატელეფონო ლიმიტი  

 

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge გთხოვთ , თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:  “ საწყობის კოორდინატორი" , კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, გისურვებთ წარმატებებს! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი