ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
13 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია Georgian AirLink-ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.   

  

სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:  

  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; 
  • კადრების მოძიება, შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება და ახალი კადრების შერჩევის პროცესის უზრუნველყოფა; 
  • თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; 
  • შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება HR მიმართულებით; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამის კარგად ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook;  
  • სასურველია უცხო ენის (რუსული/ინგლისური) სასაუბრო დონეზე ცოდნა;  

 

პიროვნული თვისებები: 

  •  საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;  
  • კომუნიკაბელურობა;  
  • პუნქტუალურობა;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;  

  

სამუშაო პირობები:  

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი  10:00-19:00 სთ  
  • შაბათი 10:00-15:00 სთ  
  • კვირა-დასვენება  
  • ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის  შესაბამისაბამისად: 800-დან 1000 ლარამდე. 

 
 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე:  vacancy@airlink.ge  

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არგანიხილება.  

 

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი