სამედიცინო აპარატურის ინჟინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
18 სექ - 13 ოქტ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

ევექსის კლინიკები აცხადებს შერჩევას სამედიცინო აპარატურის ინჟინერის  პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N40

სამუშაოგრაფიკი: სრული განაკვეთი

 

ძირითადიმოვალეობები:

  • სამედიცინო აპარატებისა თუ დანადგარების  გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
  • სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებული არაპროგნოზირებადი პრობლემებისდროული და ეფექტური მოგვარება;
  • სამედიცინო აპარატურის/დანადგარების მომწოდებელთან პირდაპირი პროფესიული კომუნიკაცია;
  • საჭიროებისამებრ სხვადასხვა დანადგარების სერვისი, მონტაჟი-დემონტაჟი;
  • სამედიცინო აპარატურის/დანადგარების შესყიდვის მოთხოვნის მიწოდება შესყიდვის განყოფილებისთვის;
  • სამედიცინო აპარატურის/დანადგარების სერვისისთვის საჭირო დეტალების შესახებ მოთხოვნის გაკეთება შესყიდვის განყოფილებისთვის;
  • კომუნიკაცია ექიმებთან სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ სხვდასხვა სიახლესა თუ პრობლემაზე;
  • ახალი სამედიცინო აპარატების მიღება, დასაწყობება და აღწერა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.  

 

საკვალიფიკაციომოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინჟინერიის  მიმართულებით;
  • სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.

 

 პიროვნულიკომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 

განაცხადისმიღებისბოლოვადაა: 13 ოქტომბერი, 2022წელი

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/samedicino-aparaturis-injineri/413

ევექსი კლინიკები  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება