ვაკანსიაზე გამოხმაურება

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, „თიბისი კონცეპტმა“ ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის

განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია.  მულტიფუნქციური სივრცე რამდენიმე ქვესივრცეებად იყოფა ესენია საგამოფენო და საპრეზენტაციო

დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.  

 კაფეში სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული მენიუს დაგემოვნებას, დასვენებასა და  ბიზნეს შეხვედერების ორგანიზებას.            

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე  აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე 

 

 სამუშაოს მიზანი:   

  • ამ პოზიციის ფარგლებში  მზარეულმა უნდა შეასრულოს  სამზარეულოს დღიური პროცედურები სტანდარტების მიხედვით. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • წინასწარ მოამზადოს კერძისთვის ყველა საჭირო პროდუქტი. 
  • მოამზადოს საკვები, რომელიც იქნება მაღალი ხარისხის გემოსა და ვიზუალის. 
  • აკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა. 
  • შეამოწმოს პროდუქციაზე არსებული ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი მითითებები. 
  • შეასრულოს ყველა შეკვეთა სტანდარტების მიხედვით მინიმალური დანაკარგით. 
  • დაიცვას სამზარეულოში არსებული სტანდარტები. 
  • შეინარჩუნოს კოლეგიალური ურთიერთობა  ყველა თანამშრომელთან. 
  • საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს კოლეგის ჩანაცვლება. 
  • გამოიყურებოდეს სუფთად, ატარებდეს  მუდმივად მოწესრიგებულ უნიფორმას. 
  • ვალდებულია კეთილსინდისიერად და ეფექტურად  შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე vacancy@tbcconcept.ge  

და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება. 

 

გაცნობებთ, რომ შპს "მარჯანიშვილი 7 " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "მარჯანიშვილი 7" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეული
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი