ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1800
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
23 სექ - 28 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აგრო მოტორსი“ არის მსოფლიო პრემიუმ ბრენდის John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია 2013 წელს დაარსდა და ამ წლების განმავლობაში შეძლო დაეჭირა ლიდერის პოზიცია  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით, კომპანია მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და სრულყოფაზე და უკვე წელს გავიდა საერთაშორისო ბაზარზე,  შპს „აგრო მოტორსი“ გახდა John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანში. ჩვენი მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.      

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის  თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,  აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:  

 

პოზიციის ფუნქციები: 

  • ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება: 
  • შინაგანაწესი; 
  • შრომითი ხელშეკრულებები; 
  • ბრძანების მომზადება; 

 

ადამიანური რესურსების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; 

  • ვაკანტური პოზიციისათვის კადრის შერჩევა 
  •  საკადრო რეზერვის შექმნა 

 

სამუშაო განაკვეთი : სრული ( 10:00 – 18:00 სათამდე) 

სავარაუდო ანაზღაურება : 1500 – 1800 ლარი 

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი კახეთის გზატკეცილი 162  

 

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; 

  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა 
  • მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება სამუშაო სფეროში. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 

 

გთხოვთ cv გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  info@agromotors.ge  გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.  

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი 2022 წელი. 

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი