ჰოსტესი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 750 - 850
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური
13 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Accor-ის ჯგუფის წევრი სასტუმრო “Mercure Tbilisi Old Town” აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე, კვებისა და სასმელების დეპარტამენტში.

Accor არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით, რომელიც აერთიანებს 30-ზე მეტ ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. აკორის ჯგუფი მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა;
  • მიმდინარე აქციებზე ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
  • საჭიროების შემთხვევაში მიმტანებისთვის დახმარების გაწევა;
  • არსებული სერვისების შეთავაზება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია. დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მეგობრულ და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაციის უნარი.

 

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

ვაკანსია ღიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კანდიდატებისთვის!

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის

შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ქართულ / ინგლისურ ენაზე ფოტოსთან ერთად) შემდეგ მისამართზე: H9417-HR@accor.com

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("ჰოსტესი”), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სხვა ვაკანსიების და Accor Career-ის შესახებ ინფორმაციისთვის:

https://careers.accor.com/Home.aspx

https://group.accor.com/en

https://www.linkedin.com/company/mercure-tbilisi-old-town

https://www.linkedin.com/company/ibis-styles-tbilisi-center

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)