მოლარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800+ ბონუსი
13 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Gurmania Retail ეძებს გუნდის წევრებს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საცალო ქსელის განვითარების გზაზე მოლარის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი:თბილისი 

ანაზღაურება: 800ლარი + ბონუსი ხელფასის 20-40% 

 

ჩვენი 5-ი მთავარი ღირებულებაა, Our Values: 

  • პროდუქცია - მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი და ნატურალური პროდუქცია, რათა ვუზრუნველყოთ ჯანმრთელი საზოგადოება.  
  • თანამშრომელი - ჩვენ გვჯერა, რომ კომპანია მასში შეკრებილი ადამიანების ერთობაა და ერთმანეთზე ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტია. 
  • მომხმარებელი- კმაყოფილი თანამშრომელი ჩვენთვის ნიშნავს კმაყოფილ მომხარებელს.  
  • მომწოდებელი - ჩვენ ვაძლიერებთ მომწოდებლებს და ამით ვძლიერდებით ჩვენც. 
  • საზოგადოება და გარემო - საზოგადოებაზე და გარემოზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია.  

 

რატომ უნდა დასაქმდეთ ჩვენთან:  

  • გვაქვს ღია მართვის სტილი და გუნდური შემართება.  
  • კომპანიის განვითარებასთან ერთად ხელს ვუწყობთ თანამშრომლების კარიერულ განვითარებას და წინსვლას.  
  • ჩვენთვის მოტივირებული თანამშრომლის შენარჩუნება და ხელშეწყობა პრიორიტეტულია. 
  • გვჯერა, რომ თანამშრომელში მნიშვნელოვანია ხასიათი, მიდგომა და მონდომება, დანარჩენი ისწავლება და ვასწავლით.  
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავაგროვოთ ახალი ცოდნა, გავაზიაროთ გამოცდილება, და მუდმივად ვეძებოთ განვითარების ახალი გზები. 
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული გუნდის წევრის აზრი და არა მხოლოდ შესრულებული სამუშაო. 
  • ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანების პირადი დროის პატივისცემა - სამუშაო/საოჯახო დროის ბალანსი. 
  • გთავაზობთ სამართლიანი ანაზღაურების სისტემას საბონუსე სისტემასთან ერთად -  კომპანიის მიღწეული წარმატებები გაზიარებული იქნება წარმატების შემქმნელ გუნდთან ერთად.  

 

ჩვენი კონკრეტული უპირატესობებია: 

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება 
  • მოქნილი გრაფიკი სტუდენტებისთვის  
  • 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი 
  • ტრანსპორტის ხარჯის დაფინანსება  
  • კარიერული განვითარების საშუალება 
  • საბონუსე სისტემა   
  • სტუდენტებისთვის რომლეთა GPA არის 3.7 და მეტი სწავლის ან სასწავლო კურსის დაფინანსდება 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა -50% თანდაფინანსებით  

 

სასურველი პიროვნული უნარ ჩვევები: 

  • პასუხისმგებლიანი 
  • კომუნიკაბელური 
  • განვითარებაზე ორიენტირებული 
  • გუნდური მოთამაშე 

 

რა ფუნქცია- მოვალეობები დაეკისრება მოლარეს: 

  • სალარო ზონის კონტროლი 
  • სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა 
  • სალაროზე თანხის სიზუსტის დაცვა 
  • სალარო ზონის პროდუქციის მათი ვადების და სწორი ფასდებულის კონტროლი 
  • სწორი პროგრამული სალარო გატარებების უზრუნველყოფა 
  • სალაროზე მატერიალური პასუხისმგებლობის აღება 

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს,გთხოვთ,გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელ. ფოსტაზე  Gurmaniaretail@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ‘’მოლარე’’ 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის ! 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მოლარე
მსგავსი განცხადებები