ბილინგის ოპერატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ბილინგის ოპერატორის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ბათუმი 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ანგარიშზე არსებული ბალანსის მართვა, დავალიანებების და სხვა პრობლემური საკითხების აღმოჩენა; 
  • მომხმარებელთა ანგარიშების ჩანაწერების წარმოება; 
  • ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება მიღებული ანგარიშფაქტურების კალკულაციისთვის (კომუნალური ანგარიშფაქტურები, ფასდაკლების განაკვეთები და ა.შ.); 
  • მომხმარებლებისთვის გადასახადებთან დაკავშირებული შეხსენების დაგზავნა და მათთან კონტაქტი საჭიროებისამებრ; 
  • მომხმარებლებისთვის ინვოისების და გადასახდებთან დაკავშირებული გრაფიკის გაგზავნა; 
  • მომხმარებელთა პრეტენზიების მოგროვება და გადასახადებთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვებზე პასუხის გაცემა; 
  • მომხმარებლებთან მიმართვა და მათი პრობლემების მოგვარება; 
  • აგარიშსწორების რესტრუქტურიზაცია; 
  • მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშების წარდგენა ხელმძღვანელობასთან.  

 

მოთხოვნები: 

  • მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება 
  • ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა  

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ბილინგის ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. 

ბუღალტერია/ფინანსები
ანგარიშების მენეჯერი