ლოჯისტიკის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
13 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. www.giantilogistics.ge  

კომპანია „გიანთი ლოჯისტიკსი“ გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს პირობებსა და მოთხოვნებს: 

კომპანია „გიანთი ლოჯისტიკსი“  აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოციაზე:   ლოჯისტიკის მენეჯერი  

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • სახმელეთო  და საკონტეინერო გადაზიდვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 

 

ენები: 

  • ქართული - სრულყოფილად 
  • ინგლისური - სრულყოფილად (კომპანიაში ძირითადი მიმოწერის ენაა) 
  • რუსული - თავისუფლად 

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა 
  • კომუნიკაბელურობა 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 

 

თანამდებობრივი ვალდებულებები: 

  • მეილის მიღება, მასზე მუშაობის დაწყება და კლიენტის ინფორმირება (საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მასალის მოთხოვნა)  
  • ყველა შესაძლო ვარიანტის შემუშავება და ამ ვარიანტების განფასება   
  • კლიენტის რეგულარული ინფორმირება/ინფორმაციის განახლება შეკვეთის შესაბამისად 
  • გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების დროული მოგროვება 
  • ყველა საჭირო საბუთის მოგროვება და ფაილის დაარქივება  

 

ხელფასი: 

აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო განაკვეთი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე  

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.  

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი