სამაცივრე საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
13 სექ - 13 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ვესტ ინვესტი“ დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს  საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 – მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის  ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე

 

ანაზღაურება: 1000 ლარი 

 

ფუნქცია–მოვალეობები:

  • გაყიდვების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული შეკვეთის საფუძველზე პროდუქციის გასაცემად მომზადება;
  • საწყობიდან გამზადებული პროდუქციის გამოტანა  ლოჯისტიკის თანმშრომლებისთვის;
  • ფილიალებისთვის პროდუქციის გამზადება და გასაგზავნად მომზადება;
  • საამქროში პროდუქციის დასაფასოვებლად გადატანისა და პროდუქციის დაფასოვების შემდგომ უკან დაბრუნების პროცესის უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე ფართის პროდუქციის მისაღებად მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • მიღებული პროდუქციის დროულად დაცლა და დასაწყობება, ბრენდების მიხედვით;
  • პროდუქციის მიღებისას ვადებთან ერთად, პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება; 
  • პროდუქციის მიღებისას ტემპერატურული რეჟიმის შემოწმება და სხვა

 

საჭირო უნარ–ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს   გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საწყობის თანამშრომელი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი