გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
22 სექ - 12 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიური კომპანიას როგორც საქართველოს ასევე რეგიონის მასშტაბით TNET -ი ოპერირებს 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: Lifestyle, E-commerce, Auto, Housing.

ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებ საიტებს: Livo.ge, Vendoo, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge.

"TNET" აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

 

"TNET" ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს!

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  10:00 - დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)

შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში.



ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ყოველთვიური, კვარტლური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური/გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
  •  ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი და კონკურენტების შეფასება (ფასები, სერვისები);
  •  პარტნიორი კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
  •  ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პირობების შეთავაზება;
  •  გაყიდვების გუნდის განვითარების სტრატეგიაში ჩართულობა.

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  ბაკალავრის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
  •  სასურველია გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;


უნარები:

  •  გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  •  შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  უკუკავშირისადმი ღიაობა;
  •  პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  •  ანალიტიკური უნარი;
  •  გუნდურად მუშაობის უნარი;
  •  ცვლილებების მიმართ ადაპტირებულობა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  კონკურენტულ ანაზღაურებას
  •  კომფორტულ და მოქნილ სამუშაო გარემოს
  •  მეგობრულ გუნდს
  •  ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს



 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები