მიმღები ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
14 სექ - 12 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ელიტ სერვისი“ აცხადებს ვაკანსიას მიმღები ოპერატორის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30.10.2022 წელი

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  მომხმარებლის მიღება;
  •  შეკვეთის პროგრამული გატარება;
  •  მომხმარებლისთვის მომსახურების პირობების გაცნობა;
  •  შეკეთებული, შეუკეთებელი ნივთების მომხმარებლისთვის გადაცემა;
  •  სალაროს წარმოება და კონტროლი;
  •  უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

პიროვნული თვისებები:

  •  კომუნიკაბელური;
  •  მომხმარებელზე ფოკუსირების უნარი;
  •  მოსმენის უნარი
  •  გუნდში მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებული;
  •  პუნქტუალური.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@es.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მიმღების ოპერატორი“

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)