ბიზნესის განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
23 სექ - 12 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია Akustiko აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ჩვენ შესახებ: 

Akustiko საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სერვისებისა და პროდუქტების ფართო არჩევანს, ხმის იზოლაციის, ვიბრო იზოლაციისა და შიდა აკუსტიკის მიმართულებით.  

კომპანიის გრძელვადიანი ხედვებიდან და ბაზრის სწრაფად მზარდი ბუნებიდან გამომდინარე გვესაჭიროება ბიზნესის განვითარების მენეჯერი. ეს ადამიანი ერთის მხრივ უზრუნველყოფს კომპანიის მიზნების მისაღწევად საჭირო ორგანიზაციული ცვლილებების გატარებას, მეორეს მხრივ კი გაყიდვების ზრდას.  

 

ვეძებთ ადამიანს, რომელიც პასუხობს შემდეგ ზოგად მოთხოვნებს: 

  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით; 
  • სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის ან/და გაყიდვების მიმართულებით; 
  • არ აბრკოლებს მრავალფეროვანი საქმიანობების კეთება, იქნება ეს გაყიდვები, ადმინისტრაციული საკითხები, თუ კომპანიის დამფუძნებლებთან ერთად ღრმა დისკუსიები პრობლემების გადასაჭრელად/სიახლეების დასანერგად.  
  • შეუძლია მომხმარებელთან, პარტნიორებთან და გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაცია; 
  • არის თავდაჯერებული და შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და გაგვიზიაროს იდეები ორგანიზაციის მუდმივი განვითარებისათვის; 
  • უდგება საქმეს შემოქმედებითად და ამავდროულად არის დისციპლინაზე ორიენტირებული; 
  • ხელს შეუწყობს კომპანიაში ხარისხის სტანდარტების დანერგვას, გაუმჯობესებასა და შენარჩუნებას; 
  • მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ Akustiko-ს მომსახურებას; 
  • აქვს სურვილი გახდეს Akustiko-ს გუნდის გრძელვადიანი წევრი და ხელი შეუწყოს მის ზრდას; 
  • გაიზიარებს Akustiko-ს ღირებულებებს; 
  • მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენებში და წარადგენს Akustiko-ს. 
  • გამართულად საუბრობს და წერს ინგლისურ და რუსულ ენებზე. 
  • იყენებს MS Office-ის პროგრამებს, როგორიცაა Excel, PPT, Word, Outlook. 

 

აკუსტიკოში დაგხვდებათ: 

  • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, მეგობრული გუნდი; 
  • გამჭვირვალეობის და პრობლემების გუნდურად გადაჭრის პოლიტიკა; 
  • მრავალფეროვანი საქმიანობა; 
  • საინტერესო პროექტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ; 

 

ჩვენი ღირებულებებია: 

  • ემპათიურობა; 
  • პროფესიული პასუხისმგებლობის ძლიერი გრძნობა; 
  • დეტალებზე ყურადღება; 
  • პროფესიონალიზმი; 
  • თავდადება; 
  • გამჭვირვალეობა-გახსნილობა; 
  • თვითკრიტიკა და თვითშეგნება; 
  • მუდმივი განვითარება; 
  • სანდოობა; 
  • გულწრფელობა; 
  • მეგობრულობა; 
  • მადლიერება; 
  • ღირსება; 

 

გრაფიკი: 10:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 

ანაზღაურება: ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა (დეტალები  დაზუსტდება მოლაპარაკებებისას) 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. N93 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: avtua@akustiko.ge  წერილის თემის სათაურში (Email Subject) ჩაწერეთ კანდიდატის სახელი, გვარი და ვაკანსიის სათაური. ქვემოთ იხილეთ ნიმუში: (სახელი_გვარი_ბიზნესის განვითარების მენეჯერი). 

სხვა
ბიზნეს ადმინისტრირება