ბუღალტერი
თბილისი
Digital სარეკლამო კომპანია -კრაკენი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
15 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საქართველოში ყველაზე Digital სარეკლამო კომპანია - “კრაკენი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოებული ნაღდი(უნაღდო) ანგარიშსწორების ასახვა კომპანიის მართვის პროგრამაში;
  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება,კონტროლი www.rs.ge - ზე;
  • პირველადი დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • დებიტორ-კრედიტორების კონტროლი;
  • სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება; 
  • კომპანიის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგების ზუსტი აღრიცხვა მოქმედი კანონმდებლობით, საბუღალტრო სტანდარტებით-ნორმატივებით და შიდა ინსტრუქციებით დადგენილი წესით;
  • შემოსული ფულადი სახსრების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების სრული აღრიცხვა, ასევე დროულად ასახოს საბუღალტრო ანგარიშებში და ანგარიშგებაში მათ მოძრაობასთან დაკავშირებული მონაცემები;
  • საბუღალტრო-საფინანსო დოკუმენტაციის შენახვა და მთლიანობის დაცვა;   
  • დებიტორებსა და კრედიტორებთან შედარების აქტების წარმოება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  •  ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამების (Oris; Balance) ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახდო კოდექსის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
  • შრომისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

 

კომპანია გთავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სატელეფონო კორპორატიული პაკეტი

 

ანაზღაურება:  მინიმუმ 1500 ლარი (ხელზე ასაღების სახით) - ანაზღაურების მატება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@alma.ge . წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 სექტემბერი 2022.
 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)