ტექნიკური ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 850 - 850
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
17 სექ - 12 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

სმართ ვეარჰაუს აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ოპერატორის პოზიციაზე. 

დაქვემდებარება: ​​​პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერი 

სამუშაოს აღწერილობა: კომპანიის ლოჯისტიკურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზი და რეპორტინგი. ​ 

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • შეკვეთების მომზადება და კორექტირება; 
  • ელექტრონული სასაქონლო ზედნადების და ანგარიშფაქტურის  გააქტიურება და გადაგზავნა; 
  • სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება; 
  • დოკუმენტების გაფორმება და დასაბეჭდი მასალების მომზადება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა სახის დავალებების შესრულება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ​უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • Microsoft Excel-ის ცოდნა; 
  • მათემატიკური უნარები; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება;

 

პიროვნული თვისებები: 

  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • პუნქტუალური;​ 

 

პირობები: 

  • სამუშაო ადგილი -თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-6 კმ. 
  • სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00      
  • ანაზღაურება - საწყისი 850 ლარი, შემდეგ განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით; 

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე:  hr@ware-house.ge . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.ware-house.ge/?lang=eng

გისურვებთ წარმატებას!
 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტანციური მართვის ოპერატორი (დისპეჩერი)