Front office ადმინისტრატორი სარფში
ხელვაჩაური
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
12 სექ - 12 ოქტ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ლიც რეზორეტი“ – 101 ნომრიანი მაღალი კლასის რეზორტი სახასიათო და გამორჩეული არქიტექტურის მქონე სასტუმრო სოფელ კვარიათში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის. სასტუმროს აქვს უნიკალური ლოკაცია 360 გრადუსით ზღვისა და მთის ხედებით.  

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეებს - ბოულინგს, ბილიარდის კლუბს, საბავშვო ზონას, 3 რესტორანს, სპა ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ჯაზ კლუბს და ა.შ. 

რეზორტი მოიცავს: 5 ვარსკვლავიან სასტუმროს 

 

„ლიც რეზორეტი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - Front office ადმინისტრატორი 

სამუშაო ადგილი - ლიც რეზორტი -  ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი სარფი 

 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • აკონტროლოს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად   სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება 
  • აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა 
  • აკონტროლოს კვების ბლოკის სუპერვაიზერის ყოველდღიური ინფორმირებულობა სავარაუდო სტუმრების რეპორტით 
  • აკონტროლოს გადახდები და ინვოისები. 
  • შეარულოს უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან. 
  • რეზერვაციების მიღება 
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; 
  • სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; 
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ფრონტ ოფისში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. 
  • სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • შრომისმოყვარეობა; 
  • მართვის/ლიდერობის უნარი; 
  • პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • ორგანიზებული; 
  • სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი. 

 

ჩვენ გთავაზობთ:  

  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;  
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;  
  • ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;  
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.  
  • ტრანსპორტირებას სასტუმროდან ბათუმის ცენტრამდე და პირიქით. 

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@litzresort.com  გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „Front Office-ის ადმინისტრატორი“ 

 

კონკურსის ეტაპები: 

  • განაცხადების გადარჩევა 
  • გასაუბრება 

 

სამუშაო განაკვეთი : სრული ( ცვლები ) 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას! 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)