საწყობის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
12 სექ - 12 ოქტ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში. 

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს.  შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.toyota-tegeta.ge 

მისამართი:  თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6 

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან15:00-მდე) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა; 
  • საწყობის ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველყოფა; 
  • საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება; 
  • საჭირო ნაწილების/აქსესუარების შეუფერხებლად გაცემისა და ზუსტი აღრიცხვის უზრუნველყოფა; 
  • შესაბამის პროგრამაში (SAP) აღრიცხვიანობის განხორციელება: 
  • შესაბამისი დოკუმენტების წარმოება; 
  • საწყობის ინვენტარიზაციის/აღწერის უზრუნველყოფა; 
  • საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • გამოცდილება სასაწყობე საქმიანობაში;  
  • MS Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია SAP-ში მუშაობის გამოცდილება; 
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1689  https://career.tegetamotors.ge/Job/617https://career.tegetamotors.ge/Job/617 და შეავსეთ აპლიკაცია.  

 

დამატებითი ინფორმაცია 

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

გისურვებთ წარმატებებს!  

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი