1C ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • რუსული
17 სექ - 12 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე. 

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • თანამშრომლების შიდა მხარდაჭერა, ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე და კრიტიკული საკითხების შესახებ. სწორი პრიორიტეტიზაცია 
  • თანამშრომლებისათვის ცოდნის გადაცემა (შიდა ტრენინგები) 
  • ინფორმაციის დამუშავება ბაზაში (მეთოდოლოგიის მიხედვით მონაცემების გასწორება, შაბლონების საფუძველზე ექსელიდან ინფორმაციის შეყრა, როლების აწყობა) 
  • თვის დახურვა (ტექნიკური ნაწილი. მაგ პროცესების გაშვება, პერიოდის ჩაკეტვა. მონაცემების შედარება საჭიროების მიხედვით) 
  • რეალიზების განახლება (სატესტო და ძირითად ბაზებში, სავაჭრო მოწყობილობებზე), 
  • სავაჭრო მოწყობილობის ადმინისტრირება 
  • ლიცენზიების აქტივაცია და მონიტორინგი, პოკეტების შემთხვევაში ლიცენზიების გადატანის საკითხები 
  • სისტემის მომხმარებლებსა და სისტემის პროვაიდერს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციების შესრულება, კერძოდ: 
  • ინციდენტის პრიორიტეტულობის შემოწმება 
  • საბოლოო მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ინციდენტის ანალიზი 
  • საჭიროების შემთხვევაში საბოლოო მომხმარებლის ბაზაზე წვდომა 
  • ინციდენტის გამომწვევი და ინციდენტის ძირითადი მიზეზების ანალიზი 
  • ინციდენტის გადაჭრის შემოვლითი გზის მოძიება, რომელიც არ არის დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზთან. ინფორმაციის მიწოდება საბოლოო მომხმარებლისთვის 
  • თუ ინციდენტის გადაჭრა დაკავშირებულია არაკორექტულ მონაცემებთან, ინფორმაციის მიწოდება საბოლოო მომხმარებლისთვის 
  • იმ შემთხვევაში თუ ინციდენტის გადაჭრის გზა არ მოიძებნა, საბოლოო მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება და პრიორიტეტულობის მიხედვით მისი გადაცემა სისტემის პროვაიდერისათვის 
  • სისტემური რეპორტების  აწყობაში მოხმარებლების მხარდაჭერა 

 

 

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • 1С ERP სისტემის ცოდნა ადმინისტრატორის დონეზე; 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; 
  • 1C მიმართულებით სერტიფიკატების არსებობა ჩაითვლება უპირატესობად.  

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (2 205 507). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. 

 

ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი