სასკოლო თეატრალური დასის რეჟისორი
თერჯოლა, საჩხერე, ხონი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, მესტია, ახალციხე, ახმეტა
  • სრული განაკვეთი
17 სექ - 26 სექ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კატეგორია: ხელოვნება/განათლება 

ასაკი : ნებისმიერი 

ორგანიზაცია მაკ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას სასკოლო თეატრალური დასის რეჟისორის პოზიციაზე. 

 

ჩვენს შესახებ :  ა(ა)იპ მაკ ჯორჯია დაარსდა 2008 წელს და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრება, მათი პოტენციური შესაძლებლობების სრულად გამოვლენისთვის საჭირო რესურსებისა და სერვისების მიწოდების გზით. 

2012 წლიდან მაკი ახორციელებს რეგიონულ საგანმანათლებლო პროგრამას რომელიც  მხარს უჭერს საქართველოს მცირერიცხოვან დასახლებებში არსებულ სკოლებს. ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის დონე და დავეხმაროთ მოსწავლეებს გამოიყენონ თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმი სასწავლო პროცესში.  გვჯერა, რომ საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელია თაობებს მივცეთ საშუალება მიიღონ ხარისხიანი განათლება უნივერსიტეტში, პროფესიულ სასწავლებელსა თუ სახელოვნებო სკოლებში. ამჟამად, ამის საშუალება არ აქვს ყველას. ძალიან ბევრ სოფელში ცხოვრობენ ბავშვები და ოჯახები, რომლებიც ფინანსური სახსრების არ ქონის გამო რჩებიან უმაღლესი განათლების მიღმა.  ჩვენ მხარს ვუჭერთ უმაღლესი განათლების მიღებას - MAC Georgia - ს სტიპენდიანტები იღებენ 2250 ლარამდე სასწავლო დაფინანსებას უმაღლესი განათლების მისაღებად. 

ყველა ჩვენს პარტნიორ სკოლასთან ვახორციელებთ კლასგარეშე აქტივობებსა და ბანაკებს, რომლების მეშვეობითაც მოსწავლეები ეუფლებიან ინგლისურ ენას, მათემატიკას, ტრადიციულ ცეკვასა და მუსიკას, თეატრალურ ხელოვნებას, კომპიუტერულ უნარებსა და სხვა. 

 

ადგილმდებარეობა: 

  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა  
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი სოფელ ჩხარის საჯარო სკოლა  
  • საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელ მერჯევის საჯარო სკოლა 
  • ხონის მუნიციპალიტეტი სოფელ გორდის საჯარი სკოლა  
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლა  
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სოფელ შუა მაღლების საჯარო სკოლა 
  • ქედის მუნიციპალიტეტი სოფელ დოლოგანის საჯარო სკოლა  
  • მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელ ეცერის  საჯარო სკოლა  
  • ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელ აწყურის საჯარო სკოლა  
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლა 

 

სამუშაო განაკვეთი: თავისუფალი.  წელიწადში 8 თვე (კვირაში 4-5 საათი). 

მოთხოვნები: თეატრალური განათლება ან ამ სფეროში გამოცდილება. 

 

მოვალეობები: 

  • მუშაობა მეტყველებაზე. 
  • მუშაობა ეტიუდებზე. 
  • სხვადასხვა პიესის წაკითხვა, გარჩევა და მსჯელობა სკოლის მოსწავლეებთან ერთად. 
  • წელიწადში ერთი სპექტაკლის დადგმა. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: kakha.iakobidze@macgeorgia.org 

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 25.09.2022 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი რაიონი;  

ხელოვნება/მედია
რეჟისორი