საწყობის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
  • ბაკალავრი
22 სექ - 12 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე 

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ (მათ შორის 7 000 კვ.მ. საწარმოო, 1 700 კვ.მ. სასაწყობე) ფართზე. 

კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 7 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და საქართველოში ლიდერი პოზიციების დაკავება. 

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. 

 

რას გააკეთებ? 

  • წარმოებული პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროგრამაში (1C) ასახვა; 
  • ზედნადების საფუძველზე შემოსავლის ორდერის გაკეთება; 
  • გაყიდვების ობიექტების (ბათუმი, ქუთაისი, ელიავა და ა.შ.) მიხედვით პროგრამულად გადაადგილებების გაკეთება და ზედნადებების გაწერა; 
  • შეკვეთებში შეტანილ ცვლილებებზე გაყიდვების ობიექტების (ლილო, აგლაძე და ა.შ.) მყისიერი ინფორმირება; 
  • გაყიდვების ობიექტებისთვის პროდუქციის მარაგებზე/მეტრაჟებზე ინფორმაციის მიწოდება; 
  • დაკომპლექტებული/დასაკომპლექტებელი პროდუქციის დარეზერვება; 
  • ადგილოიბრივი შესყიდვებით შემოსული პროდუქციის რაოდენობის შედარება თანმდევ დოკუმენტთან (იშვიათად); 
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება; 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

 

გეძებთ შენ, თუ გაქვს: 

  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი; 
  • სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი; 
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი; 
  • ხართ ორგანიზებული და პუნქტუალური. 

 

სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი; 9 სთ.დან 6 სთ.-მდე; 
  • ანაზღაურება - 1200 ლარი;   
  • სამ თვიანი საგამოცდო ვადის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კვება; 
  • სამუშაო ადგილი: ქვემო ალექსეევკის დასახლება. 

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი