დამხმარე
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
15 სექ - 09 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ოაზის აგრო ჯორჯია"-ს თბილისში ესაჭიროება  დამხმარე  ფრინველების ფერმაში და სატესტო ფერმაში.

 

თუ ფიქრობ, რომ გჭირდება ცოდნის და გამოცდილების მიღება ამ სფეროში მუშაობის კუთხით, კომპანია მაქსიმალურად იზრუნებს შენი პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე,

რაც მომავალში საკუთარი ბიზნესის დაწყებაშიც მნიშვნელოვნად დაგეხმარება.

კომპანია "Oasis Agro Georgia" არის ფერმის ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია, დაფუძნებული ამერიკელი ინვესტორების მიერ.

კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს ფერმერთა მომზადებას, ცხოველთა/ფრინველთა საკვების წარმოება/რეალიზაციას, სოიოს ფერმერთა წახალისებას და ფერმის ტექნიკური აღჭურვილობის

დამზადება/რეალიზაციას.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ფრინველის მოვლა,
  • საკვებით უზრუნველყოფა,
  • ვაქცინაცია

სამუშაო გრაფიკი: დღეში 4 საათი, კვირაში 2 დასვენების დღე.

ადგილების რაოდენობა: 2 (1-ფრინველების ფერმა, 1-სატესტო ფერმა)

უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება და ფლობენ ინგლისურ/რუსულ ენებს საკომუნიკაციო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: sales@oasisagro.ge

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც ადრე გადმოაგზავნიან რეზიუმეს.

გისურვებთ წარმატებებს!
 

სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა/სასათბურე მეურნეობა
მსგავსი განცხადებები