მომხმარებელზე ზრუნვის განყოფილების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
15 სექ - 09 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ოაზის აგრო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში მომხმარებელზე ზრუნვის განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.

 

თუ ფიქრობ, რომ გჭირდება კარგი სამსახური, სადაც გექნება განვითარების შესაძლებლობა და მაღალი ანაზღაურება, ეს სამსახური სწორედ შენთვისაა.

კომპანია "Oasis Agro Georgia" არის ფერმის ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანია, დაფუძნებული ამერიკელი ინვესტორების მიერ. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს ფერმერთა მომზადებას, ცხოველთა/ფრინველთა საკვების წარმოება/რეალიზაციას, სოიოს ფერმერთა წახალისებას და ფერმის ტექნიკური აღჭურვილობის დამზადება/რეალიზაციას.

დასაქმებულის პოზიცია გულისხმობს შემდეგი სამუშაოების ორგანიზებასა და წარმოებას:

  • მომხმარებელზე ზრუნვისა და გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელობა
  • კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია
  • კომპანიის საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინაცია
  • მომხმარებელთან ურთიერთობა, უკუკავშირის მიღება/დამუშავება/რეაგირება


აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატს ჰქონდეს საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება და მზად იყოს გამოწვევებისთვის, გააჩნდეს მუდმივად განვითარების სურვილი.

კანდიდატი უნდა ფლობდეს შემდეგ უცხო ენებს:

  • ინგლისური (სამუშაო ენა)
  • რუსული (საკომუნიკაციო დონე)


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: sales@oasisagro.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც ადრე გადმოაგზავნიან რეზიუმეს.

გასაუბრება მოხდება ინგლისურ ენაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი