სადილერო ქსელის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
19 სექ - 09 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვკანსიას სადილერო ქსელის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

კომპანია ‘’ზოდი’’ 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.

„ზოდი“ საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით – თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.

კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

 

ფუნქცია- მოვალეობები:

  •  არსებულ დილერებთან, ფრანჩაიზერებთან და საბითუმო კლიენტებთან ურთიერთობა - განვითარებაზე ზრუნვა;
  •  ახალი დილერების და საბითუმო კლიენტების მოძიება-განვითარება;
  •  დილერებისა და საბითუმო კლიენტების საჭიროებების გამოვლენა, პრობლემების მოგვარება;
  •  დილერებთან წარმოდგენილი პრომოუტერების კონტროლი, კომუნიკაცია;
  •  უშუალო კომუნიკაცია მსხვილი დილერების მომსახურების მენეჯერთან;
  •  ასორტიმენტის ჭრილში კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია;
  •  ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო და დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;

 

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება;
  •  შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება;
  •  საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel , Word,Outlook)
  •  სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური);
  •  აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

 

პიროვნული თვისებები:

  •  ორგანიზების და მართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობისა და გუნდის ეფექტიანი მუშაობის ორგანიზების უნარი;
  •  ბიზნესის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე ორიენტირებული;
  •  სისტემური აზროვნების, მართვის სისტემური კომპონენტების შექმნის და დანერგვის უნარი;
  •  ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობი სგრძნობა;
  •  დისციპლინირებული;

 

ვაკანსიების რაოდენობა (1)

 სამუშაო ადგილი - თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის #11

 სამუშაო საათები - 09:30-დან 18:00 საათამდე;

 სამუშაო დღეები - 5 სამუშაო დღე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  •  კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  •  მზარდ საბონუსე სისტემას;
  •  სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვაპ ოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
სადილერო ქსელი
მსგავსი განცხადებები