შოურუმის დამხმარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
19 სექ - 09 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ზოდი"  აცხადებს   ვკანსიას შოურუმის დამხმარის პოზიციაზე ქ.თბილისში.

კომპანია ‘’ზოდი’’  2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.
„ზოდი“ საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით – თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

 

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • სტენდის დამაგრება;
  • სააქციო კუთხის მოწყობაში დახმარება;
  • პროდუქციის შეფუთვა და მომხმარებლის ავტომობილამდე მიტანა
  • პროდუქციის ამოტანა საწყობიდან
  • თაროების დამაგრება/მოხსნა
  • ნიმუშების აწყობა
  • შოურუმში არსებული დაზიანებების შეკეთება


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება არ არის სავალდებულო.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალური;
  • დისციპლინირებული;
  • შრომისმოყვარე და მოწესრიგებული;
  • კეთილისინდისერი და პასუხისმგებლიანი;
  • სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
  • ანაზღაურება - ფიქსირებულ ანაზღაურება
  • სამუშაო დღეები - 6 სამუშაო დღე.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვაპ ოზიციაზეც.
გისურვებთ წარმატებას!
 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი