გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
19 სექ - 09 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ზოდი"  აცხადებს   ვკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე  ქ.თბილისში. 

კომპანია ‘’ზოდი’’  2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა. 

„ზოდი“ საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით – თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში. 

კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/ 

 
 ფუნქცია- მოვალეობები:  

  • მომხმარებელთან კომუნიკაცია 
  • დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში; 
  • ორიენტირებული იყოს ბრენდის პროდუქციის გაყიდვაზე; 
  • სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას პროდუქციის შესახებ. 

  
ძირითადი მოთხოვნები: 

  • გამოცდილება არ არის აუცილებელი 

 

პიროვნული თვისებები:  

  • კომუნიკაბელური; 
  • დეტალზე ორიენტირებული; 
  • შრომისმოყვარე; 
  • მოტივირებული; 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; 
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; 
  • მზარდ საბონუსე სისტემას; 
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას. 

 

ლოკაცია - ქ. თბილისი 

სამუშაო დღეები - 6 სამუშაო დღე  

ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვაპ ოზიციაზეც. 

გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი