შესყიდვების სპეციალისტი მუხრანში
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
09 სექ - 09 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია სს. „შატო მუხრანი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სოფ. მუხრანი, მცხეთა

განაკვეთი: სრული (ორშ-პარასკევი; 10:00-18:00)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომწოდებლების მოძიება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე
  • ფასთა კოტირება, ფასებზე მოლაპარაკება, ფასთა ღია გამოკითხვის რეპორტის მომზადება
  • საქონლის/მომსახურების შესყიდვის და მოწოდების და ხარისხის კონტროლი
  • პოსტ-შესყიდვის შედეგების კონტროლი
     

კვალიფიკაცია და უნარები:

  • კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები
  • 1 წლიანი გამოცდილება  შესყიდვებში
  • ექსელის და ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების  კარგად ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
  • ელემენტარული ტექნიკურ-სამეურნეო უნარ-ჩვევები
  • სიახლეების სწავლის სურვილი, თვით-განვითარების მაღალი პოტენციალი
  • თვითმოტივაცია
  • დეტალებზე ორიენტაცია
  • კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების კარგი უნარი;

 

რას გთავაზობთ:

  • მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობის შანსს
  • იყოთ უნიკალური გარემოს ნაწილი
  • კონკურენტუნარიან საკომპენსაციო პაკეტს
  • ტელეფონის ხარჯების ანაზღაურებას
  • სადილით უზრუნველყოფას
  • ტრანსპორტირებას მუხრანში

 

დაინტერესების შემთხვევაში დაველოდებით თქვენს CV-ს ელ-ფოსტაზე recruitment@mukhrani.com 2022 წლის 10 ოქტომბრამდეგთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!

შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)