მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
09 სექ - 01 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ („ბრითიშ ამერიქენ თობაქო”-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) წარმოადგენს მსხვილ სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც მრავალი წელია დამკვიდრებულია ბაზარზე და მუდმივად ვითარდება.

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის თანამდებობაზე:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი

დასვენების დღე: კვირა

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ბრენდებისა და სახეობების მიხედვით;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება შესაბამის ტერიტორიაზე;
  • პროდუქციის თაროების ობიექტებში განთავსება;
  • პროდუქციის განლაგება და მისი შენარჩუნება/გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
  • შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
  • აქტიური მონაწილება და შესრულება ტერიტორიაზე ახალი მიმართულებებისა და დაფარვის სიხშირის განახლებასთან დაკავშირებით;
  • გრძელვადიანი პარტნიორული და უპირატესი ურთიერთობის ჩამოყალიბება კლიენტებთან;
  • სრული განახლებული ინფორმაციის მოპოვება ბაზარზე არსებულ ტენდენციებთან დაკავშირებით.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია  სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით (პრიორიტეტულია FMCG სფერო);
  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • სავალდებულოა მართვის მოწმობა (B კატეგორია, მექანიკა).

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიული ავტომობილსა და საწვავს;
  • ინდივიდუალური კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის სრულად დაფინანსებას;
  • საპენსიო შენატანის დაფინანსებას;
  • სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს;
  • მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას, ტრეინინგებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე HR@trd.ge და დასახელებაში მიუთითეთ „მერჩენდაიზერი” ან შეავსეთ აპლიკაცია https://forms.gle/t6UAEUYo7Bm8474g7

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის აპლიკაცია/CV/რეზიუმე და სხვ., რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემს სს „თ&რ დისტრიბუშენის“ მიერ შეგროვდება, დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ხელმძღვანელობით. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია გამოიყენოს და გადასცეს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, როგორც დამსაქმებლის მმართველ სს "თ&რ დისტრიბუშენის" სამეთვალყურეო საბჭოს, შვილობილს თუ მესამე მხარეს, არსებული შრომითი ურთიერთობის ეფექტურად და მხარეთათვის ურთიერთ სასარგებლოდ განხორციელების მიზნით. კანდიდატი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის არ დადგომის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია კანდიდატის არ დასაქმების შემთხვევაში 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეინახოს და დაამუშაოს ინფორმაცია იმავე მიზნებისთვის, რა მიზნებისთვისაც მოხდა აღნიშნული მონაცემების მოპოვება.  ასევე კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ სს "თ&რ დისტრიბუშენს" გადაეცეს მონაცემი ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისგან (მათ შორის, საჯარო, კერძო, ფიზიკური პირი და ა.შ.). დასაქმების კანდიდატი აცნობიერებს, რომ წინამდებარე თანხმობის გაცემით სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ იღებს რაიმე ვალდებულებას თანხმობის გამცემის მიმართ. მათ შორის, სს "თ&რ დისტრიბუშენ" არ არის ვალდებული გააფორმოს დასაქმების კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულება. კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი უფლებამოსილია ა) მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ არსებულ მონაცემებზე; ბ) მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდები:

www.trd.ge LinkedIn Facebook

სს „თ&რ დისტრიბუშენ“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი