ტექნიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
26 სექ - 09 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. 

„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.    

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.  

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე თბილისში. 

სამუშაო ლოკაცია: ქალაქი თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიაში არსებული ელექტრო -ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოვედლღიური შემოწმება და კონტროლი;  
  • ტექნიკური სამუშაოები: სამღებრო, სანტექნიკა; 
  • გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი; 
  • ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში  პრობლემის დროული აღმოფხვრა; 
  • ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და მითითებების შესრულება.  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკურ სფეროში; 
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • სასურველია სანტექნიკური სამუშაოებისა და სამღებრო სამუშაოების გამოცდილება; 
  • გათბობა-გაგრილების სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 

 

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com   ან 

გადადით მითითებულ ლინკზე და მიუთითეთ თქვენი მობილურის ნომერი: https://docs.google.com/forms/d/1OkuI8yU1cjvpF2V6KqPT8TA3fuEbOVdwH0PSyv10PN0/edit 

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ტექნიკოსი თბილისი“ 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

 

ენერგეტიკა
ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
მსგავსი განცხადებები
ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, სამტრედია, ქობულეთი, ოზურგეთი, თელავი, ფოთი, ზესტაფონი, სხვა