მიმღები-რეგისტრატორი
ყაზბეგი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
09 სექ - 09 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ყაზბეგში მდებარე სასტუმრო ,,ინტურისტი ყაზბეგი’’ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მიმღები-რეგისტრატორი

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  •  თავაზიანი, პოზიტიური ურთიერთობა როგორც სასტუმროს სტუმრებთან, ასევე თანამშრომლებთან; 
  •  სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; 
  •  სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; 
  •  შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; 
  •   სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა; 
  •  სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; 
  •  სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; 
  •  სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ); 
  •  სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში 
  •  ინფორმაციის გადაცემა; 
  •  სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება; 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  •  ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  •  კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  •  დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; 
  •  კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური; 
  •  გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; 
  •  სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი. 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარები: 

  •  ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; 
  •  პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; 
  •  დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი; 
  •  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; 

 

კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს საცხოვრებლით და კვებით. 

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით  მისამართზე: hrkazbegi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის  დასახელება. 

სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი გისურვებთ წარმატებებს! 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)