რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
14 სექ - 07 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „მეგალაბი“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე ქ.თბილისში

“მეგალაბი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
  •  პაციენტებისთვის ანალიზის პასუხების მიცემა და საჭიროების შემთხვვევაში, ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა;
  •  რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
  • დადგენილი შესრულების ინდიკატორის შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანის შესრულება;
  •  კომპანიის შინაგანაწესის: კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულოდ შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
  •  პრიორიტეტულია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა( MS Office);
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირება;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  ორგანიზებულობა.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის # 23

სამუშო გრაფიკი:

  • დღე გამოშვებით 09:00-22:00
  •  2.კვირაში 6 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
  •  4 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 06 ოქტომბერი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„მეგალაბი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

სამედიცინო
რეგისტრატურა