ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
09 სექ - 09 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ, სამ დღეში ერთხელ.
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 800 ლარიდან, მზარდი

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
  •  მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  •  საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
  •  ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
  •  თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
     

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  გამართული მეტყველების უნარი
  •  უმაღლესი (არასრული) განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  •  სასურველია ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.



პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  გუნდური მუშაობის უნარი
  •  ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  •  ორგანიზებულობის უნარი
  •  კომუნიკაბელურობა
  •  პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  •  სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
     

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@algani.ge, წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი