დისტრიბუტორი თბილისსა და რეგიონებში
თბილისი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
14 სექ - 09 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

სადისტრიბუციო კომპანია "Pine Tree International" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტში დისტრიბუციის მიმართულებით (თბილისი ან/და რეგიონი). 
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  •  შეკვეთების მიღება საწყობიდან, რაოდენობების და გადასატვირთი პროდუქციის ხარისხობრივი მითვლით; 
  •  პროდუქციის სწორი განლაგება ბორტზე და ობიექტებზე. 
  •  რეალიზაციის დოკუმენტებთან შედარება ნაშთების კონტოლის მიზნით; 
  •  ობიექტის წარმომადგენლის პერიოდული გამოკითხვა  კმაყოფილების შეფასების მიზნით მიწოდების მხრივ;  
  •  გეგმების მიხედვით ვიზიტების განხორციელება და პროდუქციის დროული დარიგება ობიექტებზე, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; 

 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  •  მართვის მოწმობის ფლობა; 
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება  უპირატესობად; 
  •  კომპიუტერის/პლანშეტის გამოყენების ცოდნა; 
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე; 
  •  მოლაპარაკების წარმოების უნარი მაღალ დონეზე. 
  •  აუცილებელი პირობა: ქონებით უზრუნველყოფა. 

 
 
სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) 

ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი. 

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 12კმ. 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV მისამართზე: HR@pinetree.ge და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება. 

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპანია ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახავს კომპანიის ბაზაში 2 წლის განმავლობაში. 

გაყიდვები
დისტრიბუცია