მოლარე- ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
10 სექ - 09 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ,,აპოტრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს, პირველივე წლებში კომპანიამ მოიპოვა ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია ავტონაწილებისა და საავტომობილო ზეთების ბაზარზე. 2019 წლიდან კომპანიის პროფილი გაფართოვდა და სერვისის მიმართულებით განაგრძო განვითარება.

კომპანია ,,აპოთრეიდინგი”  აცხადებს ვაკანსიას  მოლარეოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია სერვის ცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.



ფუნქცია მოვალეობები:

  • პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება.
  • სხვადასხვა საძიებო სისტემებში საავტომობილო ნაწილების მოძიება, შერჩევა და შეთავაზება მომხმარებლებს.
  • ელ. ზედნადებების გამოწერა სავაჭრო ობიექტებში არსებული ვალების შედარება სისტემაში არსებულ მონაცემებთან.
  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება.
  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან სატელეფონო რეაგირებით;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა - MS Office;
  • პრიორიტეტულია საავტომობილო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;
  • FMG დისტრიბუციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.



დამატებითი მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა და მოქნილობა.
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • დაგეგმილი სამუშაოს შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

 

განაკვეთი:  სრული, დასვენება კვირაში 1 დღე.

სამუშაო  ადგილი:  თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ.115

ანაზღაურება:  ანაზღაურების ზუსტი ოდენობა განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე.



დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ramaz.odishelidze@rheinol.ge   და სათაურის ზოლში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი