ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 750 - 750+ ბონუსი
  • ინგლისური
19 სექ - დღეს
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიური კომპანიას როგორც საქართველოს ასევე რეგიონის მასშტაბით TNET -ი ოპერირებს 4 ძირითადი მიმართულებით, ესენია: Lifestyle, E-commerce, Auto, Housing.
ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებ საიტებს: Livo.ge, Vendoo, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge
"TNET" აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

TKT.ge - ს გუნდში ვეძებთ ქოლ-ცენტრის ოპერატორს

 

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე), 11:00სთ დან 19:00სთ-მდე.
ანაზღაურება: 750 ლარი და დამატებით ბონუსი. (3 თვის შემდეგ მომატების პერსპექტივით)
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2 დღე) + 4 day off წელიწადში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და მომხმარებლისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • კომფორტულ და მოქნილ სამუშაო გარემოს
  • მეგობრულ გუნდს
  • ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს

 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tbcnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.  

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი