რეცეფციის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700
  • ბაკალავრი
  • რუსული
09 სექ - 08 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვაკის საცურაო აუზი საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, საბავშვო აუზით (საჭყუმპალაო), 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.

 

ვაკის საცურაო აუზი აცხადებს ვაკანსიას საჭყუმპალაოს რეცეფციის ოპერატორის პოზიციაზე. 

 

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. სამუშაო დღეები 6 დღე (დასვენება 1 დღე),  ცვლებში  - დილის 9-დან 15-მდე; 14-დან 20-მდე; 15-დან 21 საათამდე.

ანაზღაურება: 700 ლარი (ხელზე ასაღები)

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კლიენტებისთვის საჭყუმპალაოს მომსახურებებისა და პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • ბავშვების ბაზაში დარეგისტრირება და აღრიცხვა;
  • მშობლებისთვის მიმდინარე აქციების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • მშობლების მხრიდან დაფიქსირებულ უკუკავშირზე დროული რეაგირება და კომპეტენციის ფარგლებში დახმარების გაწევა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
  • გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • აუცილებელია რუსული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფად ადაპტაციისა და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • სიახლეებისადმი ღია და განვითარებაზე ორიენტირებული

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს
  • აუზითა და სატრენაჟორო დარბაზით უფასოდ სარგებლობას

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვწერეთ მეილზე: paddling@vsp.ge

ადმინისტრაცია
რეცეფციონისტი