ERP ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
08 სექ - 08 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
 კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
 
კომპანია „მეღვინეობა ხარება აცხადებს ვაკანსიას „ERP ადმინისტრატორი“ პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #170ა;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ-მდე;

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების ანალიზი, აღმოფხვრა და მონიტორინგი ან შესაბამისი მიმართულებით გადამისამართება;
  • Microsoft Dynamics-ის (ERP სისტემა) უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
  • პროგრამული ბიზნეს პროცესების მონიტორინგი;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა/განახლება.

 

საკვალფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ან პროგრამირების მიმართულებით;
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
  • სასურველია SQL ბაზების ცოდნა;
  • სასურველია ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ბიზნეს აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება

 
პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • ორგანიზებული;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • მზარდ ანაზღაურებას;

 
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ERP ადმინისტრატორი“.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“  შესაბამისად  ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ERP ინტეგრაცია