წარმოების ხელმძღვანელი
ჩოხატაური
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
18 სექ - 08 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და  ,,KTW ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი.  

KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. 

KTW ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას  შპს . ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაურში“  წარმოების ხელმძღვანელის  პოზიციაზე. 

მდებარეობა: ჩოხატაური     

სამუშაო გრაფიკი სრული 

საქმიანობის სფერო- წარმოება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • წარმოებაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • წარმოების პრიცესების ცოდნა; 
  • ნედლეულის და დამხმარე მასალების შესყიდვების გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 

 

ფუნქციები და მოვალეობები: 

  • წარმოების ყოველდღიური პროცესების მართვა, დაგეგმვა, კონტროლი; 
  • საწარმოო მარაგების აღრიცხვის და ნაშთების კონტროლი; 
  • წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის უწყვეტობის უზრუნველყოფა; 
  • პერსონალისთვის სამუშაო პირობების შექმნა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა;  
  • პრობლემების დროულად აღმოფხვრა; 
  • დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • წარმოებაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით თანამშრომლების გადანაწილება; სამუშაო გრაფიკის დაცვა; 
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაობის კონტროლი; 
  • სარეალიზაციო  პროდუქციის მომზადების კონტროლი; 
  • შიდა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება-კონტროლი; 

 

უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაბელურობა; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;  
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,წარმოების ხელმძღვანელი“ 

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. 

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2022  წლის 08  ოქტომბრის  ჩათვლით. 
 
TW ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 

 

წარმოება/ოპერაციები
წარმოების/ქარხნის მართვა