ბუღალტერი
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
18 სექ - 08 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და  ,,KTW ჯგუფის“ სახელითაა ცნობილი.

KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.


შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისათვის შპს „კატევე ტურსი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. მცხეთა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში;
  •  ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
  •  ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  •  სასტუმროსა და საერსტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  •  SAP Business One-ში მუშაობის გამოცდილება;

 

მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
  • გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
  • ​დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
  • გადარიცხვების წარმოება.

 

უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 08 ოქტომბერი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
Girteka Logistics
თბილისი
საზღვარგარეთ