მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
09 სექ - დღეს
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

UPS-ის და UPS SCS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, შპს „მერიდიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შეაბამისი ოპერაციები).
  • მიმდინარე ბუღალტრული გატარებების მონიტორინგი და პროცესის სრულყოფა.
  • სალაროს ნაშთების კონტროლი.
  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ რეპორტების მომზადება.
  • საგადასახადო დეკლარაციების სწორად მომზადების  უზრუნველყოფა გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა და დეკლარაციების შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა.
  • ყოველთვიური ანგარიშის, საქართველოს საპენსიო ფონდში წარდგენა.
  • სტატისტიკის რეპორტების მომზადება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში წარდგენა.
  • თანამშრომლების ხელფასების, ბონუსების საპენსიო შენატანების და სადაზღვევო პრემიების დაანგარიშება, გადასახადების გადახდა, გადარიცხვების უზრუნველყოფა.
  • საბანკო გადარიცხვების მომზადება
  • კომპანიის საგადასახადო და ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების სწორად გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება.
  • ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
  • კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების საგადასახადო კუთხით შეფასება და შესაბამისი მითითების გაცემა.  
  • კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა
  • საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვის) განხრით.
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • კომპიუტერული-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: MS Excell, MS Word, MS Power Point, MS Outlook.
  • საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა და საგადასახადო კოდექსის
  • საბუღალტრო პროგრამა „ბალანსში“ ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა( IFRS)
  • პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა (წერილობითი/ზეპირი);

 

უნარ–ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესული სიტუაციების გაწონასწორებულად მართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებული.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები შერჩევის პროცედურა მოიცავს სამ ეტაპს:

  • კანდიდატთა შერჩევა მათგან მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
  • დაკავშირება;
  • გასაუბრება,
  • ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადით დასაქმება.

 

სამუშაო განრიგი:

სრული, კვირაში 5 დღე 10:00-დან 18:30-მდე

შაბათი: 10:00-დან 1:00-მდე

შესვენება - 1 საათი

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mexge.com.  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ “ვაკანსია - მთავარი ბუღალტერი-სახელი, გვარი“.

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
მსგავსი განცხადებები
სხვა, საზღვარგარეთ
საზღვარგარეთ