ღია კონკურსი სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად
თბილისი
  • სრული განაკვეთი
09 სექ - 29 სექ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 32 2 75 25 20

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი აცხადებს ღია კონკურსს სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა – 3 თვე.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • 1.ეტაპი – დოკუმენტაციის წარდგენა
  • 2.ეტაპი – გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  •  განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ადგილზე ან ელექტრონულად ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ელ.ფოსტაზე: tamar.soziashvili@geomedi.edu.ge, დადგენილი ფორმის მიხედვით, დანართი 1);
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
  •  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  •  ავტობიოგრაფია CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  •  ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert), ან გაიაროს ტესტირება ინგლისურ ენაში. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.
  •  სამოტივაციო წერილი;
  •  სამსახურის განვითარების კონცეფცია (წარმოდგენილი მაქსიმუმ 180 სიტყვით);
  •  ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

 

კანდიდატს უნდა გააჩნდეს:

  • დისციპლინა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • კომპიუტერული უნარები

 

კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სამუშაო გამოცდილება
  • სამსახურის განვითარების კონცეფცია
  • სამოტივაციო წერილი
  • გასაუბრება

 

კომისიის წევრს აქვს უფლება თითო კრიტერიუმში კანდიდატს მიანიჭოს 1 ქულა.

საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება კრიტერიუმების მიხედვით დაგროვებული ქულების შესაბამისად. მაქსიმალური ქულა – 12. გამსვლელი ქულა – 10.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა – 2022 წლის 15 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს 10.00 სთ-დან 17.00 საათამდე;

ტესტირება ინგლისურ ენაში – 2022 წლის 29 სექტემბერი, 10.00 სთ -17.00 სთ.

გასაუბრება – 2022 წლის 30 სექტემბერი, 13.00 სთ.

 კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2022 წლის 03 ოქტომბერს.

კონკურსის შედეგების გასაჩივრების ვადა – 2022 წლის 04 ოქტომბრის 17 საათამდე; XIV. სააპელაციო კომისიის მუშაობა – 2022 წლის 05 ოქტომბერი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:  info@geomedi.edu.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 32 2 75 25 20

 

ტენდერი/კონკურსი
კონკურსი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
მსგავსი განცხადებები