მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ერთ წელზე ნაკლები
08 სექ - 08 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Citycom არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ურთიერთობები კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სამეზობლოს რომლებსაც საერთო გამოწვევების დაძლევა უნდათ და ამისთვის თანხების მობილიზება  სჭირდებათ. ვეხმარებით ააგროვონ თანხები სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა უზრუნველყონ კიდევ უფრო კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო. 

Citycom ელექტრონული საფულის სშუალებით, ეხმარება კორპუსის სამეზობლოს პირადი და კორპუსის ფინანსების მარტივად და გამჭვირვალედ მართვაში, თანხების შეგროვებასა და კეთილმოწყობაში.  

გაიგე უფრო მეტი აქ >>  https://citycom.ge/    >>https://hello.citycom.ge

 

ძალიან კარგი იქნება თუ შენ: 

ხარ კრეატიული, საქმეზე ორიენტირებული, ორგანიზებული, დაინტერესებული შეისწავლო მარკეტინგი და გსურს შენი მომავალი დაუკავშირო ამ სფეროს, გიყვარს წერა, ადამიანეთან კომუნიკაცია და შენს წინაშე მდგარი დაბრკოლებების მოგვარება. 

 

თუ შენი თავი იცანი - ჩვენ გეძებთ შენ  მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე სამუშაოდ! 

 

საქმე რომლებშიც ვგჭირდება შენი დახმარება: 

  • სოციალური ქსელების ადმინისტრირება და პოსტების განთავსება; 
  • სოციალური ქსელებისთვის პოსტ(ებ)ის ტექსტების შექმნა; 
  • გრფიკულ დიზაინერთან ერთად ვიზუალების შექმნა; 
  • ლიდების გენერაციის მონიტორინგი; 
  • სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობა. 

 

მთავარია გქონდეს: 

  • სასურველია ციფრულ მარკეტინგში 6-დან 12-თვემდე სამუშაო გამოცდილება;  
  • სოციალური მედია/სარეკლამო პლატფორმებზე მუშობის გამოცდილება; 
  • ახალი ცოდნის და გამოცდილების მიღების დიდი სურვილი. 

 

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 

მისამართი - თბილისი, კოსტავას ქუჩა 

ანაზღაურება: 800 ლარი (NET) 

 

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე hr@citycom.ge  

სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ იმეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს >>> „მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი“ დასახელება.  

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.  

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?  

მაშ გამოგზავნე შენი CV!  

CITYCOM-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს. 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ზოგადი მარკეტინგი