შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
13 სექ - 07 ოქტ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 579 37 00 33
მისამართი: ქ.თბილისი, დადიანის #7 (ბიზნეს ცენტრი ქარვასლა) ოფისი A322

HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას,  რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას , რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;

 

 

HSE Georgia აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე 

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კონტრაქტორ კომპანიებთან შრომის უსაფრთხოების ნორმების დანერგვა
  • რისკების შეფასება  და  საფრთხეების იდენტიფიცირება;
  • თანმიმდევრული პრევენციული  ღონისძიებების პოლიტიკის შემუშვება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს დამკვეთი კომპანიის გარემოს და შრომის პროცესის თავისებურებებს;
  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება;
  • შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების ჩატარების გეგმის შედგენა და დასაქმებულებისთვის შესაბამისი სწავლება/ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • საჭირო გაზომვითი სამუშაოების ჩატარება (მიკროკლიმატის, ხმაურის და ა.შ)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის/ნორმატიული/სახელმძღვანელო დოკუმენტების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციების, სწავლებების ჩატარების მინიმალური უნარ-ჩვევები;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მოტივაცია და ენერგიულობა, მოქნილობა და ოპერატიულობა.
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (სასურველი);

აუცილებელი პირობა:

  • მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა (კომპანია აანაზღაურებს საწვავისა და ცვეთის ღირებულებას);

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: hr@hsegeorgia.ge  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, ასევე რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი