მაღაზიის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
18 სექ - 08 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

 

"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს  ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს  შემდეგ მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე
 

სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო)
სამუშაო გრაფიკი: სრული
 

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

 

უნარები:

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე abuashviliirakli@gmail.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

გაყიდვები
ფილიალების ქსელი