მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 800+ ბონუსი
18 სექ - 08 ოქტ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 592 043286

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

 

"SPAR Partner" - "SPAR Georgia"-ს  ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს  შემდეგ    ვაკანტურ პოზიციაზე.   

მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისში, შენს სახლთან ახლოს;
სამუშაო გრაფიკი: როგორსაც შენ შეარჩევ;
ანაზღაურება: დღის ცვლა - 600-700₾ + ბონუსი; ღამის ცვლა - 650-800₾ + ბონუსი;
 

რას გააკეთებ:

  •  დაეხმარები მომხმარებელს პროდუქციის შევსებაში;
  •  აწარმოებ სალარო ოპერაციებს;
  •  მერჩენდაიზინგის წესების დაცვით შეავსებ პროდუქციას;
  •  შეამოწმებ პროდუქციის ხარისხს, ვადიანობას და ფასმაჩვენებლებს.


არ გაქვს სამუშაო გამოცდილება? - ჩვენ გასწავლით.
ჩვენთან სტაჟირება ანაზღაურებადია.
 

რას გთავაზობთ დამატებით?

  •  მიიღებ ხელფასს პირველივე დღიდან;
  •  ისარგებლებ კვებაზე 50% ფასდაკლებით;
  •  მიიღებ დამატებით 2 სახის ბონუსს.




გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: abuashviliirakli@gmail.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", 

ან დაგვირეკე ნომრებზე: +995 592 043286

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე