სამედიცინო წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
18 სექ - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ფარმაცევტული კომპანია შპს "ანშენ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

საშტატო განაკვეთი: მთლიანი ან ნახევარი საშტატო განაკვეთი.

მდებარეობა: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  მედიკამენტების პრეზენტაცია სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან.
  • მედიკამენტების პრეზენტაცია ფარმაცევტებთან.
  • მინი-კონფერენციების ორგანიზება სამედიცინო დაწესებულებებში.
  • გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა უშუალო

 

ხელმძღვანელთან. ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი სამედიცინო განათლება.
  • შემდეგი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სავალდებულოა: MS Office (Word, Power Point, Excel).
  • ქართულ ენაზე სრულყოფილი ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
  • უცხო ენები: ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად.
  • ამავე ან მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • მართვის მოწმობა და ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა.
  • არაკონფლიქტურობა. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

მუშაობის გრაფიკი:

მთლიანი ან ნახევარი საშტატო განაკვეთი, მცოცავი გრაფიკის შეთანხმებით. დასვენების დღეები: შაბათი და კვირა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ზემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თქვენი საფოსტო რეკვიზიტების და მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@anshen.ge .

"Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - "სამედიცინო წარმომადგენელი" და თქვენი სახელი და გვარი.

სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი