უმცროსი HR სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
08 სექ - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „მარშე“ 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.  

ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაცური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით. 

 

კომპანია „მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უმცროსი HR სპეციალისტი 

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ. 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო საათები:  10:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პროგრამა "APEX"-ში ბრძანებების ადმინისტრირება; 
  • გასაუბრებების ორგანიზება და შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება; 
  • თანამშრომელთა პირადი საქმის ორგანიზება; 
  • სხვა HR პროცესებში მონაწილეობის მიღება. 

 

მოთხოვნები: 

  • ენები - ინგლისური (B2), რუსული (სასურველია). 
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით MS Excel-ში. 

 

დამატებითი ინფორმაცია 

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: 

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა; 
  • ტესტირება MS Excel-ში; 
  • გასაუბრება; 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: jobs@marshe.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „უმცროსი HR სპეციალისტი ”.  

გისურვებთ წარმატებას! 

 

ადამიანური რესურსები
HR სპეციალისტი